Wednesday, October 24, 2018

2018 წლის 24 ოქტომბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მესამე მეცადინეობა. განსახილველი თემა იყო: 1. ვიყენებთ თვლას 2. მათემატიკური თამაში ათეულების მიმატება გამოკლება არ მეშლება. მიზანი:ერთეულებით, ან ათეულებით თვლის გამოყენება ზეპირი ანგარიშისას, შეკრებისა და გამოკლების მოქმედების ჩატარების დროს.მოსწავლეებმა ზეპირი ანგარიშისას გამოიყენეს  სხვადასხვა ხერხი  მოახდინეს ერთეულებით, ათეულებით და ხუთეულებით თვლის დემონსტრირება. გაუვარჯიშდათ ყურადღების კონცენტრაციის უნარი,სისწრაფე ჯგუფში მუშაობის ჩვევები.

Monday, October 8, 2018


სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლა
მათემატიკის წრე „ ნორჩი მათემატიკოსები“ დაწყებითი საფეხურის მე-3 კლასის მოსწავლეთათვის .
წრის ხელმძღვანელი: ე. ტაბეშაძე



 პროგრამა
კურსის მიზანია მოსწავლეთა მათემატიკური ნიჭის განვითარების ხელშეწყობა
აქტიურია, რადგან ის ხელს შეუწყობს ლოგიკური აზროვნების  ჩამოყალიბებას მოსწავლეებში  მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების, კვლევისა და სწავლების უნარის განვითარებას.

მიზნები და ამოცანები
1.    მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოება.
2.    დამოუკიდებლად მუშაობის უნარების ჩამოყალიბება.
3.     ზოგადად მათემატიკის, როგორც ზუსტი მეცნიერების მიმართ ინტერესის გამომუშავება. კურსი მიზნად ისახავს აგრეთვე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას.


მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეთა საჭიროების დადგენას და რეკომენდაციების შემუშავებას.
საგანმანათლებლო რესურსის ეფექტურ შერჩევას და გამოყენებას მიზანმიმართულად.

მოსალოდნელი შედეგები
1.       განუვითარდებათ აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება
2.       შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
3.       განუვითარდებათ თვითშეფასებისბ უნარი



ფუნქციონირება
1 მათემატიკის წრე საქმიანობას განახორციელებს 2018-2019 სასწავლო წელს( 1-2 )სემესტრი
2. წრეში  მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა: 4 მოსწავლე
3. საწრეო მუშაობის ხანგრძლიობა 1 საათი
4. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ


წრის სამუშაო პროგრამა

რიცხვი თვე
მეცადინეობა
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
10.10. 2018
N1
1 საორგანიზაციო ნაწილი.
2.რიცხვებისა და თვლის  წარმოშობა, წაკითხვა და ჩაწერა.
1. მუშაობის წესების შემუშავება.
2. პროგრამის გაცნობა.
3. რიცხვების გამოსახვა სხვადასხვა მოდელით.
17.10.2018.
N 2
1.      რიცხვების შედარება
1.      მოსწავლეებს ვამეორებინებთ 100-მდე რიცხვების შედარების პოზიციური სისტემით გამოსახვას.
2.      ვაძლევ უმარტივესი ტიპის მაგალითებს რომელთა ამოხსნა არ უძნელდება.3 ვეხმარები გაიგონ რიცხვების შედარების პრინციპი.
24.10.2018.
N 3
1.      ვიყენებთ თვლას.
2.      მათემატიკური თამაში „ათეულების მიმატება- გამოკლება არ მეშლება“
1.      ზეპირი ანგარიშისას სხვადასხვა ხერხის  გამოყენება.
2.      ერთეულებით, ათეულებით და ხუთეულებით თვლის დემონსტრირება.
3.      მოსწავლეების კონცენტრაციის უნარის გავარჯიშება.



რიცხვი
მეცადინეობა N
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
31.10.2018.
N 4
1.       შევკრიბოთ რიცხვები სხვადასხვა ხერხით.
2.       ტესტური ამოცანები.

1.რიცხვების შეკრების გაცნობა სხვადასხვა ხერხით.
2. ტესტური ამოცანების ამოხსნა შეკრების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.
07.11.2018.
N 5
1.       ვკრებთ ორნიშნა რიცხვებს.
2.       ვაკლებთ სხვადასხვა ხერხით.
3.       ვაკლებთ ქვეშმიწერით.
1 თანრიგებამდე შევსების ხერხის გაცნობა.
2         შეკრების წერითი ალგორითმის ახსნა.
3.       ქვეშმიწერით გამოკლების ალგორითმის გაცნობა.
4.       ათეულის დაშლის შემთხვევის გააზრება.
5.       ვარჯიში ქვეშმიწერით შეკრება- გამოკლებაზე.

14.11.2018.
N 6
1.       ვიპოვოთ შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრი

1.       შეკრებისა და გამოკლების უცნობი კომპონენტის  პოვნის ხერხის განხილვა.
2.       მოსწავლეთა გაწაფვა უცნობი კომპონენტის პოვნაში.
3.       მარტივი ამოცანების განხილვა.


რიცხვი თვე
მეცადინეობა N
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
21.11.2018.
N 7
1.       ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
1.       მართკუთხედის და კვადრატის ცნებების გაცნობა
2.       სიმეტრიის პრინციპებზე დაყრდმობით ამ ფიგურათა აღწერა.
3.       ნახაზების შესრულებაა.
28.11.2018.
N 8
1.       სიგრძის ერთეულები.
1.       სიგრძის სტანდარტული ერთეულების გაცნობა.( სანტიმეტრი, მილიმეტრი, დეციმეტრი, მეტრი)
2.       მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა.

05.12.2018.
N 9
1.       შევადგინოთ ფიგურა.
1.       მოსწავლეები ასახელებენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს. ადარებენ, აჯგუფებენ.
2.       გეომეტრიული ფიგურების გროვიდან შერჩეული ფიგურებით შექმნიან ახალ ფიგურებს.
3.       ფიგურის დანაწეევრებით ( დაყოფით)მითითებული  გეომეტრიული ფიგურის შედგენა.
4.       უმარტივესი გეომეტრიული ამოცანების განხილვა.


რიცხვი თვე
მეცადინეობა N
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
12.12.2018.
N 10
1.       სივრცული ფიგურები.
2.       მათემატიკური თამაში.“ გამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურა“
1.       მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი
2.       ფიგურის გრაფიკული გამოსახულების წარმოდგენა.
3.       ნახაზების შესრულება
19.12.2018.
N 11
1.       პერიოდული მიმდევრობა.
2.       შევადაროთ მიმდევრობები.
1.       საგნების ნახატების , ფიგურების პერიოდული მიმდევრობის ნიმუშების გაცნობა.
2.       მსჯელობა ცხრილის გამოყენებით.
3.       მიმდევრობის აგება.
4.       მიმდევრობის შედარება.
5.       განსხვავრბული პერიოდის მქონე მიმდევრობის აგება.
26.12.2018.
N 12
1 გეომეტრიული ფიგურების შლილების დამზადება.
1 ეს დღე იქნება სრულიად პრაქტიკული სამუშაოებისთვის .მოსწავლეები თავიანთი ძალებით შეძლებენ  შექმნან სასკოლო რესურსი სივრცული ფიგურების შლილების დამზადება.
2 გამოფენის მოწყობა