Thursday, December 13, 2018

2018 წლის 12 დეკემბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მე-10 მეცადინეობა განსახილველი თემა იყო: სივრცული ფიგურები. მათემატიკური თამაში გამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურა.
მიზანი:  სივრცული ფიგურების ამოცნობა არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშები, ყოფით საგნებში , ან მოდელების გროვაში. სივრცული წარმოდგენების  განვითარება.მოსწავლეებმა ამოიცნეს სივრცული ფიგურები. მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი. შეასრულეს  ნახაზები.

Sunday, December 9, 2018

პროექტის რეფლექსია .
მოსწავლეებმა მიაღწიეს პროექტით განსაზღვრულ  შედეგს. შედგა თანამშრომლობა ჯგუფებში, ყველა აქტიურად იყო ჩართული , უსმენდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ იდეებს ისმენდნენ განსხვავებულ მოსაზრებებს, აკრიტიკებდნენ , აანალიზებდნენ მიღებულ ინფორმაციებს, აკეთებდნენ შესაბამის დასკვნებს. მათ შეხვედრებს ჰქონდათ სისტემატიური დასაქმიანი ხასიათი. განუვითარდათ თანამშრომლობის , ჯგუფური მუშაობის , ანალიზის, სინთეზის, ტრანსფერის, ემპათიის, სხვაზე ზრუნვის უნარები. სამოქმედო გეგმით არ იყო გათვალისწინებული მშობელთა აქტივობა, თუმცა პროექტმა დიდი გამოხმაურება და რეზონანსი გამოიწვია, ამიტომ გახდა საჭირო მათი ჩართულობა, რამაც კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადა პროექტი. საინტერესო და მრავალფეროვანი იყო პროექტის პრეზენტაცია ნერგეეთის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისათვის  ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და მის პრევენციაზე. მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

Tuesday, December 4, 2018

2018 წლის 5 დეკემბერს ნეერგეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მე- 9 მეცადინეობა. წრის მეცადინეობის თემატიკა: შევადგინოთ ფიგურა
მიზანი: ბრტყელ გეომეტრიული ფიგურის დასახელება შედარება , დაჯგუფება, გეომეტრიული ფიგურების გროვიდან შერჩეული ფიგურებით ახალი ფიგურის შექმნა, გეომეტრიული ფიგურის დანაწევრებით ( დაყოფით) მითითებული გეომეტრიული ფიგურის შედგენა. მოსწავლეებმა დაასახელეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, შეადარეს  დააჯგუფეს . გეომეტრიული ფიგურების გროვიდან შერჩეული ფიგურებით შექმნეს ახალი ფიგურები. ფიგურის დანაწევევრებით ( დაყოფით) შეადგინენ მითითებული გეომეტრიული  ფიგურები. განიხილეს უმარტივესი გეომეტრიული ამოცანები.
2018 წლის 10 ოქტომბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის პირველი მეცადინეობა.
განსახილველი თემები იყო 1 საორგანიზაციო ნაწილი.2 რიცხვების და თვლის წარმოშობა .წაკითხვა და ჩაწერა.
მოსწავლეები გაეცნენ პროგრამას და მუშაობის წესებს .გამოსახენ რიცხვები სხვადასხვა მოდელით.








                                                                 პროექტი

ნერგეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეხვდნენ  უბნის ექიმს ქალბატონ ნანა ჯიშკარიანს აიღეს ინტერვიუ ინფექციურ დაავადებებზე . უბნის ექიმთან შეხვედრის შემდეგ  მოსწავლეებმა გააკეთეს სტატისტიკური ცხრილი, შეადგინენ დიაგრამა რათა უკეთესად გაანალიზონ დაავადების პროგრესირება ჩვენს საუკუნეში

Thursday, November 29, 2018

2018 წლის 29 ნოემბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მერვე მეცადინეობა . განსახილველი თემა იყო: სირგძის ერთეულები.  მიზანი: სიგრძის სტანდარტული ერთეულების გაცნობა ( სანტიმეტრი, მილიმერტი,  დეციმეტრი, მეტრი. ) მათი შემოღების საჭიროების გააზრება. მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა. მოსწავლეებმა გაეცნენ სიგრძის სტანდარტულ ერთეულებს სანტიმეტრს, მილიმეტრს, დეციმეტრს, მეტრს. განიხილეს მარტივი საილუსტრაციო ამოცანები.

Thursday, November 22, 2018

2018 წლის 21 ნოემბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ცატარდა მათემატიკის წრის მეშვიდე მეცადინეობა . განსახილველი თემა იყო: ბრტყელი გეომეტრიულინ ფიგურები. მიზანი: ბრტყელი  გეომეტრიული ფიგურების დასახელება, კლასიფიკაცია, მრავალკუთხედის კლასიფიკაცია.  მართკუთხედის და კვადრატის ცნებების ინტუიციური გააზრება, სიმეტრიის პრინციპებზე დაყრდნობით ამ ფიგურათა აღწერა. მოსწავლეებმა გარცნეს მართკუთხედის და კვარატის ცნებებს აღწერეს ფიგურები სიმერტრიის პრინციპებზე დაყრდნობით. შეასრულეს ნახაზები.

Wednesday, November 14, 2018

2018წლის14 ნოემბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მეექვსე მეცადინეობა. განსახილველი თემა იყო ვიპოვოთ შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრი. მიზანი: შეკრებისა და გამოკლების უცნობი კომპონენტის პოვნის ხერხების განხილვა. მოსწავლეთა გაწაფვა უცნობი კომპონენტის პოვნაში , შესაბამისი მარტივი ამოცანების განხილვა. მოსწავლეებმა განიხილეს შეკრების და გამოკლების უცნობი კომპონენტები. გაიწაფეს უცნობი კომპონენტის პოვნაში , განიხილეს მარტივი ამოცანები.

Tuesday, November 6, 2018


პროექტის გეგმა
კლასი
მე-3
მასწავლებელი/მასწავლებლები
ელზა ტაბეშაძე
ჩატარების დრო
7 დეკემბერი
თემა
სოციალური პროექტი-ინფექციური დაავადებების გავრცელება და მისი პრევენცია.
ხანგრძლივობა
7 ნოემბერი-7 დეკემბერი
კლასის დასახელება
კლასი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, არიან ლიდერები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერ სასწავლო პროცესზე, აქვთ უნარები თანაბრად გაანაწილონ ფუნქცია-მოვალეობები ყველასათვის.
პროექტის ძირითდი მიზანი
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ინფექციური დაავადებების  შესახებ განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, სოციალური და კვლევითი უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების მიმართ
პერსონალური მიზნები
მოსწავლეთა კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარება მოსწავლის  შესაძლებლობების გამოვლნა, მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობების ხელშეწყობა. (მოსწავლეებმა  შეძლონ პროექტის მიზნების გაცნობა ნერგეეთის  საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლისათვის ინფექციურ დაავადებებზე და მათ თავიდან აცილების გზებზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, მარკერი, თანხა მგზავრობისათვის და საორგანიზაციო საკითხებისთვის.
მოსალოდნელი პრობლემები
შესაძლებელია დასახული მიზნის  მისაღწევად არ იყოს საკმარისი ერთი თვე.
შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები
მოსწავლეებთან ერთად კონკრეტულად განვსაზღვრავ დროს ამა თუ იმ  აქტივობის  შესასრულებლად, გავუწევ მონიტორინგს, რათა მათ შეძლონ დროის სწორად განაწილება.
მოსალოდნელი შედეგი
/პროდუქტი/,რაც  შეიძლება  შეიქმნას
1.      კითხვარი
2.      საინფორმაციო ბუკლეტი
3.      პოვერ-პოინტის პრეზენტაცია

პროცედურა

ნაბიჯები/ეტაპები
1.პროექტის მიზნის გაცნობა
    
2.ჯგუფებად დაყოფა

3.ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება
4.ინფორმაციის მოძიება რაიონის საავადმყოფოდან
5.უბნის ექიმთან შეხვედრა


6.ინტერვიუს აღება
7.საინფორმაციო ბუკლეტების  მომზადება და საზოგადოებაში გავრცელება

8.პროექტის  პრეზენტაცია სკოლაში
                                 აღწერა
1.მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე, დავსახეთ სამოქმედო გეგმა,განვსაზღვრეთ ვადები.
2.მოსწავლეთა სურვილებისა და უნარების  მიხედვით დავაკომპლექტეთ ჯგუფები. განვსაზღვრეთ თითოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალებები და ამოცანები
3.ინტერნეტში დავიწყეთ ინფორმაციის  მოძიება ინფექციურ დავადებებზე

4.მოიძიეს ინფორმაცია რაიონის საავადმყოფოდან

5.უბნის ექიმთან შეხვედრის  შემდეგ გააკეთებენ სტატისტიკურ ცხრილს და  შეადგენენ დიაგრამას რათა უკეთესად გაანალიზონ  დაავადების  პროგრესირება ჩვენს  საუკუნეში.
6.აიღებენ  ინტერვიუს ექიმთან ინფექციურ დაავადებებზე.
7.მივიღეთ გადაწყვეტილება ბუკლეტების შექმნისათვის რათა გაგვეიოლებინა და  საინტერესო გაგვეხადა ინფორმაციის მიწოდება.

8.მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას დაავადების შესახებ.გაიმართება დისკუსია,პოვერ-პოინტის პრეზენტაცია.
ინტერაქცია
 მთელი კლასი

ჯგუფები
დრო
ნოემბერი

დეკემბერი
თემის შერჩევა
პროექტის იდეა დაიბადა ი.გოგებაშვილის მოთხრობის „კეთილი ამხანაგების“სწავლის შემდეგ. ამ  მოთხრობის  პერსონაჟი გახდა ინფექციური დავადების  მსხვერპლი.როგორც ცნობილია, პატარა ასაკიდან ხდება აცრები ინფექციურ დაავადებებზე და  აუცრელობას ხშირად  მივყავართ  ფატალურ  შედეგებამდე. ანალოგიური შემთხვევების არსებობამ ჩვენს რაიონში ვირუსული დაავადება-წითელა, C-ჰეპატიტის და  ბაქტერიული დაავადება ტუპერკულოზის გავრცელების სიხშირემ გადაგვაწყვეტინა გაგვეკეთებინა პროექტი აღნიშნული დაავადების შესახებ, რათა მოხდეს მოსწავლეების უკეთ გარკვევა და მოხდეს მათი პრევენცია. ნერგეეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიხარულითა და ენთუზიაზმით აიტაცეს პროექტის იდეა და  დაიწყეს სამზადისი.
მთელი კლასი და მასწავლებელი


პროექტის ხელმძღვანელი: ე.ტაბეშაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tabeshadzeelza @ gmail.com
პროექტს “ბლოგი“ blogspost.com

2018 წლის 7 ნოემბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მეხუთე მეცადინეობა  განსახილველი თემები იყო 1 ვკრებთ ორნიშნა რიცხვებს 2  ვაკლებთ სხვადასხვა ხერხით  3 ვაკლებთ ჩვეშმიწერით.  მიზანი თანრიგებამდე შევსების ხერხის შემთხვევების გააზრება ორნიშნა რიცხვების შეკრებისას შეკრების წერითი ალგორითმის ათვისება და ახსნა. მოსწავლეები გაეცნენ ქვეშმიწერით გამოკლებას  გაიაზრეს ათეულებით დაშლის შემთხვევა.ივარჯიშეს ქვეშმიწერით შეკრება - გამოკლებაზე,

Wednesday, October 24, 2018

2018 წლის 24 ოქტომბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მესამე მეცადინეობა. განსახილველი თემა იყო: 1. ვიყენებთ თვლას 2. მათემატიკური თამაში ათეულების მიმატება გამოკლება არ მეშლება. მიზანი:ერთეულებით, ან ათეულებით თვლის გამოყენება ზეპირი ანგარიშისას, შეკრებისა და გამოკლების მოქმედების ჩატარების დროს.მოსწავლეებმა ზეპირი ანგარიშისას გამოიყენეს  სხვადასხვა ხერხი  მოახდინეს ერთეულებით, ათეულებით და ხუთეულებით თვლის დემონსტრირება. გაუვარჯიშდათ ყურადღების კონცენტრაციის უნარი,სისწრაფე ჯგუფში მუშაობის ჩვევები.

Monday, October 8, 2018


სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლა
მათემატიკის წრე „ ნორჩი მათემატიკოსები“ დაწყებითი საფეხურის მე-3 კლასის მოსწავლეთათვის .
წრის ხელმძღვანელი: ე. ტაბეშაძე



 პროგრამა
კურსის მიზანია მოსწავლეთა მათემატიკური ნიჭის განვითარების ხელშეწყობა
აქტიურია, რადგან ის ხელს შეუწყობს ლოგიკური აზროვნების  ჩამოყალიბებას მოსწავლეებში  მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების, კვლევისა და სწავლების უნარის განვითარებას.

მიზნები და ამოცანები
1.    მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოება.
2.    დამოუკიდებლად მუშაობის უნარების ჩამოყალიბება.
3.     ზოგადად მათემატიკის, როგორც ზუსტი მეცნიერების მიმართ ინტერესის გამომუშავება. კურსი მიზნად ისახავს აგრეთვე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას.


მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეთა საჭიროების დადგენას და რეკომენდაციების შემუშავებას.
საგანმანათლებლო რესურსის ეფექტურ შერჩევას და გამოყენებას მიზანმიმართულად.

მოსალოდნელი შედეგები
1.       განუვითარდებათ აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება
2.       შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
3.       განუვითარდებათ თვითშეფასებისბ უნარი



ფუნქციონირება
1 მათემატიკის წრე საქმიანობას განახორციელებს 2018-2019 სასწავლო წელს( 1-2 )სემესტრი
2. წრეში  მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა: 4 მოსწავლე
3. საწრეო მუშაობის ხანგრძლიობა 1 საათი
4. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ


წრის სამუშაო პროგრამა

რიცხვი თვე
მეცადინეობა
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
10.10. 2018
N1
1 საორგანიზაციო ნაწილი.
2.რიცხვებისა და თვლის  წარმოშობა, წაკითხვა და ჩაწერა.
1. მუშაობის წესების შემუშავება.
2. პროგრამის გაცნობა.
3. რიცხვების გამოსახვა სხვადასხვა მოდელით.
17.10.2018.
N 2
1.      რიცხვების შედარება
1.      მოსწავლეებს ვამეორებინებთ 100-მდე რიცხვების შედარების პოზიციური სისტემით გამოსახვას.
2.      ვაძლევ უმარტივესი ტიპის მაგალითებს რომელთა ამოხსნა არ უძნელდება.3 ვეხმარები გაიგონ რიცხვების შედარების პრინციპი.
24.10.2018.
N 3
1.      ვიყენებთ თვლას.
2.      მათემატიკური თამაში „ათეულების მიმატება- გამოკლება არ მეშლება“
1.      ზეპირი ანგარიშისას სხვადასხვა ხერხის  გამოყენება.
2.      ერთეულებით, ათეულებით და ხუთეულებით თვლის დემონსტრირება.
3.      მოსწავლეების კონცენტრაციის უნარის გავარჯიშება.



რიცხვი
მეცადინეობა N
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
31.10.2018.
N 4
1.       შევკრიბოთ რიცხვები სხვადასხვა ხერხით.
2.       ტესტური ამოცანები.

1.რიცხვების შეკრების გაცნობა სხვადასხვა ხერხით.
2. ტესტური ამოცანების ამოხსნა შეკრების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.
07.11.2018.
N 5
1.       ვკრებთ ორნიშნა რიცხვებს.
2.       ვაკლებთ სხვადასხვა ხერხით.
3.       ვაკლებთ ქვეშმიწერით.
1 თანრიგებამდე შევსების ხერხის გაცნობა.
2         შეკრების წერითი ალგორითმის ახსნა.
3.       ქვეშმიწერით გამოკლების ალგორითმის გაცნობა.
4.       ათეულის დაშლის შემთხვევის გააზრება.
5.       ვარჯიში ქვეშმიწერით შეკრება- გამოკლებაზე.

14.11.2018.
N 6
1.       ვიპოვოთ შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრი

1.       შეკრებისა და გამოკლების უცნობი კომპონენტის  პოვნის ხერხის განხილვა.
2.       მოსწავლეთა გაწაფვა უცნობი კომპონენტის პოვნაში.
3.       მარტივი ამოცანების განხილვა.


რიცხვი თვე
მეცადინეობა N
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
21.11.2018.
N 7
1.       ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
1.       მართკუთხედის და კვადრატის ცნებების გაცნობა
2.       სიმეტრიის პრინციპებზე დაყრდმობით ამ ფიგურათა აღწერა.
3.       ნახაზების შესრულებაა.
28.11.2018.
N 8
1.       სიგრძის ერთეულები.
1.       სიგრძის სტანდარტული ერთეულების გაცნობა.( სანტიმეტრი, მილიმეტრი, დეციმეტრი, მეტრი)
2.       მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა.

05.12.2018.
N 9
1.       შევადგინოთ ფიგურა.
1.       მოსწავლეები ასახელებენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს. ადარებენ, აჯგუფებენ.
2.       გეომეტრიული ფიგურების გროვიდან შერჩეული ფიგურებით შექმნიან ახალ ფიგურებს.
3.       ფიგურის დანაწეევრებით ( დაყოფით)მითითებული  გეომეტრიული ფიგურის შედგენა.
4.       უმარტივესი გეომეტრიული ამოცანების განხილვა.


რიცხვი თვე
მეცადინეობა N
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
12.12.2018.
N 10
1.       სივრცული ფიგურები.
2.       მათემატიკური თამაში.“ გამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურა“
1.       მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი
2.       ფიგურის გრაფიკული გამოსახულების წარმოდგენა.
3.       ნახაზების შესრულება
19.12.2018.
N 11
1.       პერიოდული მიმდევრობა.
2.       შევადაროთ მიმდევრობები.
1.       საგნების ნახატების , ფიგურების პერიოდული მიმდევრობის ნიმუშების გაცნობა.
2.       მსჯელობა ცხრილის გამოყენებით.
3.       მიმდევრობის აგება.
4.       მიმდევრობის შედარება.
5.       განსხვავრბული პერიოდის მქონე მიმდევრობის აგება.
26.12.2018.
N 12
1 გეომეტრიული ფიგურების შლილების დამზადება.
1 ეს დღე იქნება სრულიად პრაქტიკული სამუშაოებისთვის .მოსწავლეები თავიანთი ძალებით შეძლებენ  შექმნან სასკოლო რესურსი სივრცული ფიგურების შლილების დამზადება.
2 გამოფენის მოწყობა