Thursday, December 13, 2018

2018 წლის 12 დეკემბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მე-10 მეცადინეობა განსახილველი თემა იყო: სივრცული ფიგურები. მათემატიკური თამაში გამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურა.
მიზანი:  სივრცული ფიგურების ამოცნობა არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშები, ყოფით საგნებში , ან მოდელების გროვაში. სივრცული წარმოდგენების  განვითარება.მოსწავლეებმა ამოიცნეს სივრცული ფიგურები. მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი. შეასრულეს  ნახაზები.

Sunday, December 9, 2018

პროექტის რეფლექსია .
მოსწავლეებმა მიაღწიეს პროექტით განსაზღვრულ  შედეგს. შედგა თანამშრომლობა ჯგუფებში, ყველა აქტიურად იყო ჩართული , უსმენდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ იდეებს ისმენდნენ განსხვავებულ მოსაზრებებს, აკრიტიკებდნენ , აანალიზებდნენ მიღებულ ინფორმაციებს, აკეთებდნენ შესაბამის დასკვნებს. მათ შეხვედრებს ჰქონდათ სისტემატიური დასაქმიანი ხასიათი. განუვითარდათ თანამშრომლობის , ჯგუფური მუშაობის , ანალიზის, სინთეზის, ტრანსფერის, ემპათიის, სხვაზე ზრუნვის უნარები. სამოქმედო გეგმით არ იყო გათვალისწინებული მშობელთა აქტივობა, თუმცა პროექტმა დიდი გამოხმაურება და რეზონანსი გამოიწვია, ამიტომ გახდა საჭირო მათი ჩართულობა, რამაც კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადა პროექტი. საინტერესო და მრავალფეროვანი იყო პროექტის პრეზენტაცია ნერგეეთის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისათვის  ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და მის პრევენციაზე. მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

Tuesday, December 4, 2018

2018 წლის 5 დეკემბერს ნეერგეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მე- 9 მეცადინეობა. წრის მეცადინეობის თემატიკა: შევადგინოთ ფიგურა
მიზანი: ბრტყელ გეომეტრიული ფიგურის დასახელება შედარება , დაჯგუფება, გეომეტრიული ფიგურების გროვიდან შერჩეული ფიგურებით ახალი ფიგურის შექმნა, გეომეტრიული ფიგურის დანაწევრებით ( დაყოფით) მითითებული გეომეტრიული ფიგურის შედგენა. მოსწავლეებმა დაასახელეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, შეადარეს  დააჯგუფეს . გეომეტრიული ფიგურების გროვიდან შერჩეული ფიგურებით შექმნეს ახალი ფიგურები. ფიგურის დანაწევევრებით ( დაყოფით) შეადგინენ მითითებული გეომეტრიული  ფიგურები. განიხილეს უმარტივესი გეომეტრიული ამოცანები.
2018 წლის 10 ოქტომბერს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის პირველი მეცადინეობა.
განსახილველი თემები იყო 1 საორგანიზაციო ნაწილი.2 რიცხვების და თვლის წარმოშობა .წაკითხვა და ჩაწერა.
მოსწავლეები გაეცნენ პროგრამას და მუშაობის წესებს .გამოსახენ რიცხვები სხვადასხვა მოდელით.








                                                                 პროექტი

ნერგეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეხვდნენ  უბნის ექიმს ქალბატონ ნანა ჯიშკარიანს აიღეს ინტერვიუ ინფექციურ დაავადებებზე . უბნის ექიმთან შეხვედრის შემდეგ  მოსწავლეებმა გააკეთეს სტატისტიკური ცხრილი, შეადგინენ დიაგრამა რათა უკეთესად გაანალიზონ დაავადების პროგრესირება ჩვენს საუკუნეში