Wednesday, January 30, 2019


პროექტის გეგმა


კლასი
მე-3
მასწავლებელი / მასწავლებლები
ელზა ტაბეშაძე
ჩატარების დრო
28 თებერვალი
თემა:
სოციალური პროექტი- უსაფრთხოების წესები სტიქიური უბედურებისას
კლასის დახასიათება
კლასი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, არიან ლიდერები რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერ სასწავლო პროცესზე, აქვთ უნარები თანაბრად გაანაწილონ ფუნქცია მოვალეობები ყველასთვის.
პროექტის ძირითადი მიზანი:
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას თუ როგორ უნდა მოიქცენ სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს. შეისწავლიან სტიქიური უბედურების გამომწვევ მიზეზებს. შეისწავლიან აღნიშნული მოვლენის წესებს. მოიძიებენ პრობლემის გადაჭრის გზებს გაერკვევიან როგორ დაიცვან თავი . შეისწავლიან საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ სტიქიურ უბედურებებს და იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლებოდა მათი თვიდან აცილება. ნაკლები მსხვერპლი განუვითარდებათ ინფორმაციიის მოძიების, სოციალური და კვლევითი უნარ- ჩვევები.
პერსონალური მიზნები.
მოსწავლეთა კოგნიტური შემეცნებითი და ემოციურ სოციალური განვითარება . მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობის ხელშეწყობა. მოსწავლეებმა შეძლონ პროექტის მიზნების გაცნობა ნერგეეთის საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლისათვის უსაფრთხოების წესების გაცნობა სტიქიური უბედურების დროს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები.
თაბახის ფურცლები, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი.
მოსალოდნელი პრობლემები.
შეიძლება დასახული მიზნის მისაღწევად არ იყოს საკმარისი ერთი თვე.
პრობლემის გადაჭრის გზები
მოსწავლეებთან ერთად კონკრეტულად განვსაზღვრავ დროს ამა თუ იმ აქტივობის შესასრულებლად . გავუწევ მონიტორინგს, რათა მათ შეძლონ დროის სწორად განაწილება.
მოსალოდნელი შედეგი პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას .
1.       კითხვარი.
2.       საინფორმაციო ბუკლეტი.
3.        პოვერ- პოინტის პრეზენტაცია.
პროცედურა

ინტერაქცია
დრო
ნაბიჯები ეტაპები
აღწერა


1 .პროექტის მიზნის გაცნობა .
2. ჯგუფებად დაყოფა.
3 .ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება.
4 .გასაუბრება და ინტერვიუს აღება სამაშველო ჯგუფებთან.
5.  საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და საზოგადოებაში გავრცელება.
6 პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
1. მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე , დავსახეთ ვადები.
2 .მოსწავლეთა სურვილებისა და უნარების მიხედვით დავაკომპლექტეთ ჯგუფები. განვსაზღვრეთ თითოეული ჯგუფისთვის კონკრეტული დავალებები და ამოცანები.
3. ინტერნეტში დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება .
4.გაესაუბრებიან და ინტერვიუს აიღებენ სამაშველო ჯგუფებთან შეისწავლიან სახიფათო ზონებს და შეადგენენ კატალოგს.
5. მივიღეთ გადაწყვეტილება ბუკლეტების შექნისთვის , რათა გაგვეიოლებინა და საინტერესო გაგვეხადა ინფორმაციის მიწოდება .
6 . მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას უსაფრთხოების წესების დაცვა სტიქიურ უბედურებაზე. გაიმართება დისკუსია , პოვერ - პოინტის პრეენტაცია. დემონსტრირებას გაუკეთებენ როლური თამაშებით თუ როგორ უნდა მოიქცე სხვადასხვა სტიქიური უბედურებისას.

მთელი კლასი ჯგუფები
იანვარი, თებერვალი
თემის შერჩევა.
ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დაგვანახა , რომ მოსახლეობა არ არის მზად სწორი ორგანიზება გაუკეთოს უსაფრთხოების წესებს. არ არის გარკვეული აღნიშნულ მომენტში საჭირო ქმედებებში ამიტომ მიზნად დავისახე გაგვეკეთებინა პროექტი თუ როგორ მოიქცე სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს.ნერგეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს პროექტზე სამზადისი.
ხანგრძლივობა
30 იანვარი- 28 თებერვალლი
პროექტის ხელმძღვანელი: ე ტაბეშაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა tabeshadzeelza@gmail.com

No comments:

Post a Comment