Wednesday, January 30, 2019


 მათემატიკის წრე
დაწყებითი საფეხური მე-3 კლასის მოსწავლეთათვის
პროგრამა
კურსის მიზანი მოსწავლეთა მათემატიკური ნიჭის განვითარების ხელშეწყობა.აქტიურია, რადგან ის ხელს შეუწყობს ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების, კვლევისა და სწავლების უნარის განვითარებას.
მიზნები და ამოცანები
1.     მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფაროება
2.     დამოუკიდებლად მუშაობის უნარების ჩამოყალიბება.
3.     ზოგადად მათემატიკის , როგორც ზუსტი მეცნიერების მიმართ ინტერესის გამომუშავება კურსი მიზნად ისახავს აგრეთვე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას. მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეთა საჭიროების დადგენას და რეკომენდაციებს მუშაობისას.
4.     საგანმანათლებლო რესურსის ეფექტურ შერჩევას და გამოყენებას მიზანმიმართულად.
მოსალოდნელი შედეგი
1 განუვითარდებათ აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება
2 შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
3 განუვითარდებათ თვითშეფასების უნარი
ფუნქციონირება
 მათემატიკის წრე საქმიანობას განახორციელებს 2019 წლის მე-2 სემესტრში.
წრეში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 მოსწავლე.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათი.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ.
    
მე-2 სემესტრი წრის სამუშაო პროგრამა

რიცხვი თვე
მეცადინეობა
წრის მეცადინეობის თემატიკა
აღწერა
30.01.2019.
N 1
ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს ათამდე.
1.     ათეულებით ასეულების შედგენის დემონსტრირება. 2. რიცხვების ქართული ზეპირი  ნუმერაციის გააზრება
06.02.2019.
N 2
1000 ზე მეტი რიცხვები.
1.     ათასზე მეტი რიცხვების ჩაწერის და წაკითხვის გაცნობა.2. ციფრის მნიშვნელობის დადგენა. 3. რიცხვების სათანრიგო შესაკრების წარმოდგენა.
13.02.2019.
N 3
რამდენ ასეულს შეიცავს რიცხვი? რამდენი ათეულია რიცხვში?
1.     რიცხვებიდან ასეულების , ათეულების გამოყოფის გაცნობა. 2.მაგალითების ამოხსნა.
20.02.2019.
N 4
ვადარებთ რიცხვებს.
1.     რიცხვების პოზიციური სისტემით წარმოდგენის გამოყენება შედარებისას. 2.მეტობა და ნაკლებობის ნიშნების სწორი გამოყენება.
27.02.2019.
N 5
ვადარებთ და ვალაგებთ რიცხვებს.
1.     რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვის დასახელება
2.     რიცხვის დალაგება ზედის  ან კლების მიხედვით/
3.     სათანადო მარტივი ამოცანების განხილვა.
06.03.2019.
N 6
ვითვლით ათეულებს ასაულებს.
1. ათეულებით, ასაულებით ერთეულებით თვლისას რიცხვების დალაგება კანინზომიერების აღწერა.
2. ასამდე რიცხვების შემთხვევაში ნახტომით თვლა  5-ის, 2- ის 10-ის ბიჯით განხილვა.
13.03.2019.
N 7
ვასახელებთ უახლეს ათეულს ასეულს.
1 .რიცხვის უახლესი ათეულის ან ასეულის დასახელება.
2ათეულებით და ასაულებით თვლის გამოყენება.
20.03.2019.
N 8
მათემატიკური თამაში. „შევადგინოთ სამნიშნა რიცხვები“
1. მათემატიკური თამაშის წესების გაცნობა.
 2. ცოდნის გამყარება ოპერატიულად წარმოდგენა .
3 მაგალითების სამნიშნა რიცხვების შედგენა.
27.03.2019.
N 9
შეკრებით ქვეშმიწრა გვიწევს ათეულის გამოყოფა.
1. სამნიშნა რიცხვების შეკრების განხილვა.
2. პოზიციური სისტემით დემონსტრირება განხილვა.
3 განხილული საკითხების გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.
03.04.2019.
N 10
გამოვაკლოთ ქვეშმიწერით.
1. ქვეშმიწერით გამოკლების ალგორითმის აღწერა.
2 ქვეშმიწერით გამოკლების მაგალითების ამოხსნა.
10.04.2019.
N 11
ზეპირი ანგარიშის ხერხის გამოყენება. მათემატიკური თამაში „ შევარჩიოთ შეკრებისა და გამოკლების ხერხები“
 1. ზეპირი ანგარიშის ხერხის გამოყენენა/
2 .ათეულებამდე ასეულებამდე შევსება შეკრება,
3. შეკრება და გამოკლება ათეულებით ასეულებით თვლის გამოყენება.
17.04.2019.
N 12
შეკრებისა და გამოკლების  უცნობი წევრის პოვნა.
1. შეკრებისა და გამოკლების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.
2. უცნობი შესაკრების, უცნობი საკლების , მაკლების პოვნის სხვადასხვა ხერხის განხილვა.
3. განტოლების ამოხსნა..
24.04.2019.
N 13
პიქტოგრამა

1. ცხრილის შევსება. მონაცემის წარმოდგენა პიქტოგრამით( ნახატებით).
2 პიქტოგრამის მიხედვით მონაცემებით ერთობლიობის აღწერა.
3 ცხრილის შედგენა.
01.05.2019.
N 14
რიცხვების გამრავლება.
1. ერთი და იმავე რაოდენობის საგნების შემცველი ჯგუფების განხილვა მათში შემავალ- ელემენტების საერთო რაოდენობის დათვლა სხვადასხვა ხერხით.
2 .მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა.
08.05.2019.
N 15
რიცხვების გაყოფა.
1. გაყოფის დემონსტრირება საგნების რაიმე ერთობლიობის დაყოფით ჯგუფებად, რომლებიც ერთი და იმავე რაოდენობის საგნებისგან შედგება.
15,05.2019.
N 16
ამოვხსნათ ამოცანები ვიყენებთ ( 2 ზე გამრავლებას)
1.გამრავლების როგორც „ჯერადი შეკრების“ გააზრება 2 ზე გამრავლების დემონსტრირება სხვადასხვა ხერხით.
2. მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა.
22.05.2019.
N 17
გავამრავლოთ  10 ზე გავყოთ 10 ზე.
1. 10-ზე  გამრავლების და გაყოფის თვალსაჩინო წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის აღწერა „10“- ზე გამრავლება ცხრილის შედგენა.
2. რიცხვების დაშლის წარმოდგენა“ 10-„ ზე 100-ზე გამრავლების გამოყენებით.
29.05.2019.
N  18
შევადგინოთ რიცხვითი გამოსახულება. ვიპოვოთ რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა.
1. ამოცანების ამოხსნის შესაბამისი რიცხვითი  გამოსახულების შედგენა და მისი მნიშვნელობის პოვნა.
2. მარტივი რიცხვითი გამოსახულების მიხედვით შესაბამისი ამოცანის შედგენა.
05.06.2019.
N 19
ვიპოვოთ გამრავლების და გაყოფის უცნობი წევრი.
1. გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტის პოვნა.
2. ნამრავლისა და ერთ ერთი თანამამრავლის გამოყენებით მეორე თანამამრავლის პოვნა.
3. გასაყოფისა და გამყოფის მიხედვით უცნობი გამყოფის პოვნა.
4 მარტივი საილისტრაციო ამოცანების ამოხსნა.
12.06.2019.
N 20
შემაჯამებელი სამუშაო.



No comments:

Post a Comment