პროექტის გეგმა
კლასი
|
მე-3
|
||
მასწავლებელი
/ მასწავლებლები
|
ელზა ტაბეშაძე
|
||
ჩატარების დრო
|
27 მარტი
|
||
თემა:
|
სოციალური პროექტი-
გადაშენების პირას მყოფი ცხოველები
|
||
კლასის დახასიათება
|
კლასი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, არიან ლიდერები რომლებიც იღებენ
პასუხისმგებლობას ნებისმიერ სასწავლო პროცესზე, აქვთ უნარები თანაბრად გაანაწილონ
ფუნქცია მოვალეობები ყველასთვის.
|
||
პროექტის ძირითადი
მიზანი:
|
გადაშენების პირას მყოფი ცხოველების უმეტესობას დიდი სარგებლობა მოაქვს
ადამიანის არსებობობისთვის და ფლორის სიმდიდრისთვის . მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას
გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე. შეისწავლიან მათი გადაშენების გამომწვევ მიზეზს.
ჩაატარებენ გამოკითხვას თუ რომელი ცხოველი იქნა გადაშენებული. შეიმუშავებენ გეგმებს
თუ რა გზებით შეიძლება ამ ცხოველების გადარჩენა განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების
სოციალური და კვლევითი უნარ- ჩვევები.
|
||
პერსონალური მიზნები.
|
მოსწავლეთა კოგნიტური შემეცნებითი და ემოციურ სოციალური განვითარება
. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობის ხელშეწყობა.
მოსწავლეებმა შეძლონ პროექტის მიზნების გაცნობა ნერგეეთის საჯარო სკოლის ყველა კლასის
მოსწავლისათვის გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე.
|
||
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები.
|
თაბახის ფურცლები, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფანქრები.
|
||
მოსალოდნელი პრობლემები.
|
შეიძლება დასახული მიზნის მისაღწევად არ იყოს საკმარისი ერთი თვე.
|
||
პრობლემის გადაჭრის
გზები
|
მოსწავლეებთან
ერთად კონკრეტულად განვსაზღვრავ დროს ამა თუ იმ აქტივობის შესასრულებლად . გავუწევ
მონიტორინგს, რათა მათ შეძლონ დროის სწორად განაწილება.
|
||
მოსალოდნელი შედეგი
პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას .
|
1.
კითხვარი.
2.
საინფორმაციო ბუკლეტი.
3.
ფლაიერების გაკეთება
4.
პოვერ -პოინტის პრეზენტაცია.
|
||
პროცედურა
|
|
ინტერაქცია
|
დრო
|
ნაბიჯები ეტაპები
|
აღწერა
|
|
|
1 .პროექტის მიზნის
გაცნობა .
2. ჯგუფებად დაყოფა.
3 .ინტერნეტში
საჭირო ინფორმაციის მოძიება.
4 .გასაუბრება
და ინტერვიუს აღება რაიონის ხელმძღვანელებიდან.
5. საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და საზოგადოებაში გავრცელება.
6 ფოტო გამოფენა.
7. პროექტის პრეზენტაცია
სკოლაში.
|
1. მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე , დავსახეთ ვადები.
2 .მოსწავლეთა სურვილებისა და უნარების მიხედვით დავაკომპლექტეთ ჯგუფები.
განვსაზღვრეთ თითოეული ჯგუფისთვის კონკრეტული დავალებები და ამოცანები.
3. ინტერნეტში დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება .
4.გაესაუბრებიან და ინტერვიუს აიღებენ რაიონის ხელმძღვანელებთან.
5. მივიღეთ გადაწყვეტილება ბუკლეტების შექმნისთვის , რათა გაგვეიოლებინა
და საინტერესო გაგვეხადა ინფორმაციის მიწოდება .
6 სკოლაში მოაწყობენ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფოტო გამოფენას.
7. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე.
გააკეთებენ ფლაიერებს „გაუფრთხილდით ცხოველებს“ჩაატარებენ
ვიქტორინას „იცით თუ არა რომ“...
გაიმართება პოვერ- პოინტის პრეზენტაცია.
|
მთელი კლასი ჯგუფები
|
თებერვალი
მარტი
|
თემის შერჩევა.
|
ოტია იოსელიანის მოთხრობა” ირმები და ტურა” ამ მოთხრობის სწავლის შემდეგ მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რომელი
ცხოველი იმყოფებოდა გადაშენების პირას. აქედან
გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე.
რომლის უმეტესობასაც დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის არსებობისთვის და ფლორის სიმდიდრისთვის.მოსწავლეებმა
დაიწყეს ინფორმაციის მოძიება დაინტერესდენ
თუ რა გზებით შეიძლებოდა ამ ცხოველების გადარჩენა , სად იმყოფებოდნენ ეს ცხოველები
და როგორ შეიძლებოდა დაეცვათ ისინი. ნერგეეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა
დიდი იტერესით დაიწყეს პროექტზე სამზადისი.
|
||
ხანგრძლივობა
|
27 თებერვალი 27 მარტი
|
პროექტის ხელმძღვანელი:
ე ტაბეშაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა tabeshadzeelza@gmail.com
No comments:
Post a Comment