ქართული ენისა და
ლიტერატურის წრის რეფლექსია
2019 წლის 8 თებერვლიდან
ნერგეეთის საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის წრემ
„ ცოდნის წყარო“
წრეში გაერთიანებული
იყვნენ ნერგეეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის
მოსწავლეები.
წრის მუშაობის მიზანი იყო: მოსწავლეთა ცოდნის და
შემოქმედებითი უნარ- ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
წრის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს
მცირე ზომის მოთხრობები. გამოხატეს წაკითხულის, მოსმენისა და დანახულის შესახებ საკუთარი
მოსაზრება ზეპირად და წერილობით. შეეცადნენ, საკუთარი ემოციისა და განცდების თამამად გადმოცემას მოსმენის მიხედვით . განუვითარდათ შემოქმედებითი
უნარი . დაწერეს მცირე ზომის თხზულებები . ანდაზების მიხედვით შექმნეს მცირე ზომის
მხატვრული ტექსტები ( იგავი, მოთხრობა, ლექსი....) მოსწავლეებმა ეპიზოდის მიხედვით
ამოიცნეს პერსონაჟთა ხასიათი და წერილობით
გადმოსცეს საკუთარი ემოცია , შექმნეს პორტრეტები, პეიზაჟები , ჩანახატები, დაწერეს წერილები. მოსწავლეები დააკვირდნენ გეოგრაფიულ და ადამიანთა წარმომავლობის სახელებს და პრაქტიკულად გამოიყენეს მეტყველებაში. დაეუფლენ
ორთოეპიისა და ორთოგრაფიულ ჩვევებს . დაწერეს მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის
მქონე სიტყვები.ივარჯიშეს ფრაზეოლოგიზმებზე გაეცნენ ანდაზის როლს და დანიშნულებას.
შეასრულეს ბევრი ენობრივი სავარჯიშოები. მინდა გამოვყო მე-7 და მე-11 მეცადინეობა .
თემა: 1 შთაბეჭდილება ლექსი, ანტონიმები .2 " ანდაზა" .
გაკვეთილის მიზანი იყო ლექსის ანალიზი , განწყობის ამოცნობა ემოციური ზემოქმედებისა და შთაბეჭდილების გაცნობა ანდაზის როლისა და დანიშნულების გაცნობა, ანდაზების წარმომავლობაზე დაკვირვება.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი სურვილით შერჩეული ლექსები. დაწერეს მისგან მიღებული შთაბეჭდილება ისაუბრეს მთავარ სათქმელისა და ავტორის მიზანდასახულობაზე . დაწერეს საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები .
მოსწავლეებმა წაიკითხეს ანდაზები, ანდაზის მიხედვით დაწერეს მცირე ზომის პატარა თხზულება . გააკეთეს პრეზენტაცია. შევაჯამეთ წრის მუშაობის შედეგები მოსწავლეებმა გაიხსენეს ყველაზე სამახსოვრო თემები და საკითხები. შთაბეჭდილება გადმოსცეს წერიობით მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო წრის მუშაობის შედეგების შეჯამება.

No comments:
Post a Comment