Wednesday, February 27, 2019

პროექტის გეგმა


კლასი
მე-3
მასწავლებელი / მასწავლებლები
ელზა ტაბეშაძე
ჩატარების დრო
27  მარტი
თემა:
სოციალური პროექტი-  გადაშენების პირას მყოფი ცხოველები
კლასის დახასიათება
კლასი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, არიან ლიდერები რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერ სასწავლო პროცესზე, აქვთ უნარები თანაბრად გაანაწილონ ფუნქცია მოვალეობები ყველასთვის.
პროექტის ძირითადი მიზანი:
გადაშენების პირას მყოფი ცხოველების უმეტესობას დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის არსებობობისთვის და ფლორის სიმდიდრისთვის . მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე. შეისწავლიან მათი გადაშენების გამომწვევ მიზეზს. ჩაატარებენ გამოკითხვას თუ რომელი ცხოველი იქნა გადაშენებული. შეიმუშავებენ გეგმებს თუ რა გზებით შეიძლება ამ ცხოველების გადარჩენა განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების სოციალური და კვლევითი უნარ- ჩვევები.
პერსონალური მიზნები.
მოსწავლეთა კოგნიტური შემეცნებითი და ემოციურ სოციალური განვითარება . მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობის ხელშეწყობა. მოსწავლეებმა შეძლონ პროექტის მიზნების გაცნობა ნერგეეთის საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლისათვის  გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები.
თაბახის ფურცლები, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფანქრები.
მოსალოდნელი პრობლემები.
შეიძლება დასახული მიზნის მისაღწევად არ იყოს საკმარისი ერთი თვე.
პრობლემის გადაჭრის გზები
მოსწავლეებთან ერთად კონკრეტულად განვსაზღვრავ დროს ამა თუ იმ აქტივობის შესასრულებლად . გავუწევ მონიტორინგს, რათა მათ შეძლონ დროის სწორად განაწილება.
მოსალოდნელი შედეგი პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას .
1.       კითხვარი.
2.       საინფორმაციო ბუკლეტი.
3.         ფლაიერების გაკეთება
4.       პოვერ -პოინტის პრეზენტაცია.
პროცედურა

ინტერაქცია
დრო
ნაბიჯები ეტაპები
აღწერა


1 .პროექტის მიზნის გაცნობა .
2. ჯგუფებად დაყოფა.
3 .ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება.
4 .გასაუბრება და ინტერვიუს აღება რაიონის ხელმძღვანელებიდან.
5.  საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და საზოგადოებაში გავრცელება.
6 ფოტო გამოფენა.
7. პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
1. მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე , დავსახეთ ვადები.
2 .მოსწავლეთა სურვილებისა და უნარების მიხედვით დავაკომპლექტეთ ჯგუფები. განვსაზღვრეთ თითოეული ჯგუფისთვის კონკრეტული დავალებები და ამოცანები.
3. ინტერნეტში დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება .
4.გაესაუბრებიან და ინტერვიუს აიღებენ რაიონის ხელმძღვანელებთან.
5. მივიღეთ გადაწყვეტილება ბუკლეტების შექმნისთვის , რათა გაგვეიოლებინა და საინტერესო გაგვეხადა ინფორმაციის მიწოდება .
6 სკოლაში მოაწყობენ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფოტო გამოფენას.
7. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე. გააკეთებენ ფლაიერებს  „გაუფრთხილდით ცხოველებს“ჩაატარებენ ვიქტორინას „იცით თუ არა რომ“...
გაიმართება პოვერ- პოინტის პრეზენტაცია.


მთელი კლასი ჯგუფები
თებერვალი
მარტი
თემის შერჩევა.
ოტია იოსელიანის მოთხრობა ირმები და ტურა ამ მოთხრობის სწავლის შემდეგ მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რომელი ცხოველი იმყოფებოდა გადაშენების პირას.  აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე. რომლის უმეტესობასაც დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის არსებობისთვის და ფლორის სიმდიდრისთვის.მოსწავლეებმა დაიწყეს ინფორმაციის მოძიება  დაინტერესდენ თუ რა გზებით შეიძლებოდა ამ ცხოველების გადარჩენა , სად იმყოფებოდნენ ეს ცხოველები და როგორ შეიძლებოდა დაეცვათ ისინი. ნერგეეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიდი იტერესით დაიწყეს პროექტზე სამზადისი.
ხანგრძლივობა
27  თებერვალი  27 მარტი
პროექტის ხელმძღვანელი: ე ტაბეშაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა tabeshadzeelza@gmail.com

Tuesday, February 26, 2019

წრე" ნორჩი მათემატიკოსები" მეორე სემესტრი

2019 წლის 27 თებერვალს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მეხუთე მეცადინეობა.
განსახილველი თემა იყო: ვადარებთ და ვალაგებთ რიცხვებს .
 მიზანი: რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვის დასახელება , რიცხვების დალაგება ზრდის ან კლების მიხედვით, რამდენიმე რიცხვს შორის უდიდესის, ან უცირესის შერჩევის უნარის განვითარება. სათანადო მარტივი ამოცანების  ამოხსნის უნარის განვითარება. 
მოსწავლეებმა დაასახელეს რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვი. დაალაგეს რიცხვები ზრდისა და კლების მიხედვით. განიხილეს სათანადო მარტივი ამოცანები.

Monday, February 25, 2019

2019 წლის 25 თებერვალს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული  ენის წრის მესამე მეცადინეობა
 თემა: არსებითი სახელის ბრუნება. არსებითი სახელის ბრუნების ნიშნები და ფუძე.
მიზანი:არსებითი სახელის ბრუნებაზე დაკვირვება  პრაქტიკული ტერმინის გარეშე. მოსწავლეებმა ივარჯიშეს  თანხმოვანფუძიანი  და ხმოვანფუძიანი სახელების ბრუნებაზე.

Friday, February 22, 2019

ქართული ენის წრე " ცოდნის წყარო"

2019 წლის 22 თებერვალს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მესამე მეცადინეობა. 
წრის განსახილველი თემა იყო " ჯანსული ნიქაბაძი ჩვენი დედასაქართველო სახელთა წარმოქმნა (გეოგრაფიული და ადამიანთა წარმომავლობის სახელები.
მიზანი" პოეტური ტექსტის აღქმა და გააზრება. ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება.ლოგიკური აზროვნების განვითარება. მოსწავლეებმა წაიკითხეს და გაანალიზეს ტექსტი იმსჯელეს და დაასაბუთეს თავიანთი აზრი. დააკავშირეს ერთმანეთს  სხვადასხვა ჟანრის ლექსი, მოთხრობა გაავლეს მათ შორის პარალელი.

Tuesday, February 19, 2019

2019 წლის  20 თებერვალს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის მეოთხე მეცადინეობა. 
თემა: ვადარებთ რიცხვებს.
 მიზანი: რიცხვების პოზიციური სისტემად წარმოდგენის გამოყენება შედარებისას.  მეტობისა და ნაკლებობის ნიშნების სწორი გამოყენება.  რიცხვების შედარებისას მოსწავლეებმა გამოიყენეს პოზიციური სისტემა. ივარჯიშეს მეტობა ნაკლებობის ნიშნების  სწორ ნამოყენებაზე.

Monday, February 18, 2019

ქართული ენის წრე "რა ენა წახდეს"

2019 წლის 18 თებერვალს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის წრის მეორე მეცადინეობა. 
თემა:სხვათა სიტყვის - ო-ს მართწერა.
სხვათა სიტყვის (მეთქი)გამოყენებაზე დაკვირვება.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მართწერის საკითხების სხვათა სიტყვის - თ-სიტყვის დამარცვლას და გადატანას. ნაწილაკის "მეთქი"სწორად გამოყენება. მოსწავლეებმა ივარჯიშეს მართწერის საკითხებზე.

Thursday, February 14, 2019

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე" ცოდნის წყარო"

2019 წლის 15 თებერვალს ნერგეეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მეორე მეცადინეობა.
  თემა: სათაური და ტექსტი. 
მიზანი: მოსწავლეები დააკვირდებიან სათაურისა და ტექსტის  მოსალოდნელი შინაარსის ურთიერთმიმართებას . მოსწავლეებმა წაიკითხეს  რამდენიმე მცირე ზომის  მოთხრობის სათაური. გამოთქვეს ვარაუდი თუ რის შესახებ შეიძლება ყოფილიყო  ტექსტი შერჩული სათაურის მიხედვით შექმნენ სხვადასხვა ჟანრის ტექსტები.